Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8-პირის სასამართლო 💬 სხდომას ისევ ვერ აშუქებს მედია. წაიკითხეთ რეალურ დროში რას ამბობენ პროკურორების მოწმეები, ადვოკატები, დაკავებულები

16:39 3.7.2025

„გავაცილეთ, მხნედ არის, კარგად არის, შვიდ წელს ელოდებოდა", - ამბობენ ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულები, რომლებიც გიორგი მინდაძეს 5-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ ბრალებულებისთვის გამოყოფილ სივრცეში შეხვდნენ, საქალაქო სასამართლოს მინუს ერთ სართულზე.

16:44 3.7.2025

იწყება ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა. გუშინ ნაწილი გამოიკვლიეს. ეს ეტაპი დღესვე დასრულდება.

16:51 3.7.2025

იწყება იმ ვიდეომტკიცებულების გამოკვლევა, რომელზეც პროკურატურის თქმით, ვასილ კაძელაშვილი და ვეფხია კასრაძე საუბრობენ. საუბარია ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა:

https://www.facebook.com/watch/?v=2377451035939048

16:54 3.7.2025

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უსაყვედურა ბრალდების მხარეს, რატომ არ ჰყავდა მეტი მოწმეები მოყვანილი, როცა მთელი დღე გამოყო დღევანდელი სხდომისთვის.

„ჩემთვის ყველა ბრალდებული მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ეს პროცესი ჩავატარო ყველა პროცესს ვდებ ან უთენია ვნიშნავ ან გვიან.... როცა 5 საათზე ვასრულებთ პროცესს... და პლუს ამას დღეს 4-ზე დანიშნული პროცესი გადავნიშნე ხვალისთვის, სხდომას ვამთავრებთ 5-ზე , მაშინ შესვენებასაც არ გამოვაცხადებდით",- თქვა მოსამართლემ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG