ეკატერინე ყუფარაძის დაკითხვა დასრულდა. დარბაზში გამოიძახეს გივი ჩილიგაშვილი
მოწმე გივი ჩიბილაშვილმა მოამზადა ჰაბიტოსკოპიური დასკვნები ანუ მოახდინა ვიდეოზე გამოსახული პირების იდენტიფიცირება. უფრო კონკრეტულად, დაადგინა, რომ საკვლევ ვიდეოზე გამოსახული გამოძიებისთვის საინტერესო პირი იყო - თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი.
მისი თქმით, ეს ვიდეოები რომელიც შეისწავლა, რამდენიმე კადრის ერთობლივი ვიდეოგრამა იყო.
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი დაინტერესდა, თუ აქვს ჩაწერილი კვლევაში შემდეგი - არის თუ არა ვიდეოზე მონტაჟის კვალი. გივი ჩიბილაშვილის თქმით, არ ჩაუწერია, რადგან იმ პირის სახეს, რომელიც შეისწავლეს, მონტაჟის კვალი არ ჰქონდა რომ ყოფილიყო რაიმე ჩარევა ასახავდა.
როგორ დაადგინეთ, რომ მონტაჟის კვალი არ იყო, კვლევა ჩაატარეთ რამეო?, - კითხულობს გუჯა ავსაჯანიშვილი.
მოწმე: მონტაჟის კვალი იერსახეზე, არის დასმული კითხვა, თუ არა, მაგას აუცილებლად გავდივართ.
ადვოკატი: კვლევა ჩაატარეთ?
მოწმე: მთელი ეს მუშაობა არის კვლევა.
პროკურორი კითხვის აცილებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, პროკურორი მოწმეს პასუხებს კარნახობს.
„ვერავინ მიკარნახებს ჩემს ჩატარებულ კვლევაზე ვერაფერსო", - ამბობს მოწმე ექსპერტი.
ადვოკატი: ეს კვლევა რომ ჩაატარეთ და ვალდებული ხართ ყველაფერი ასახოთ დასკვნაში, სად წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომ მონტაჟის კვლევა ჩაატარეთ და მიხვედით პასუხამდე
მოწმე: ბოლოში მაქვს მითითებული საკვლევი საშუალებები
ადვოკატი: ბოლოში რა წერია არ მაინტერესებს, კვლევით ნაწილში გიწერიათ? თუ შეგიძლიათ მიმითითოთ, სად წერია, რომ „მონტაჟის კვალი არ აღენიშნება“?
მოწმე: წეღან გითხარით, რომ დავიწყე კვლევა და იერსახის გამოსახულებას მონტაჟის კვალი არ აღენიშნება. მონტაჟი რომ ჰქონოდა აღმოჩენილი იერსახის გამოსახულებას, ავსახავდი დასკვნაში. ვინაიდან არ იყო ეს კითხვა დასმული, არ ავსახეთ. ... მე შევამოწმე „მონტაჟის კვალი იყო თუ არა“ არსად არ ვწერ.
სხდომათა დარბაზი ნაწილობრივ დაიცალა. ნახევარ საათში შესაძლოა კიდევ ერთ დაკავებულ დემონსტრანტზე, გიორგი მინდაძეზე განაჩენი გამოცხადდეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია.
ფორუმი