Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8-პირის სასამართლო 💬 სხდომას ისევ ვერ აშუქებს მედია. წაიკითხეთ რეალურ დროში რას ამბობენ პროკურორების მოწმეები, ადვოკატები, დაკავებულები

13:32 3.7.2025

ეკატერინე ყუფარაძე, ექსპერტი: „ცალკე კვლევის საგანი შეიძლება იყოს ვიდეოში წყვეტაა თუ არა, სცენა/მოქმედება ხან იქ არის, ხან აქ არის, მაგრამ როცა მე პიროვნება უნდა დავადგინო მჭირდება მხოლოდ ის, რომ გავარკვიო მისი გამოსახულება არის თუ არა საკვლევად ვარგისი, თუ არ არის, მაშინ ვეღარ შევამოწმებ ბაზაში და ვეღარ შევაფასებ საერთოდ. ეს გამოსახულებები იყო ვარგისი საკვლევად".

13:42 3.7.2025

ადვოკატი რევაზ აჭარაძე დაინტერესდა, როცა ექსპერტს სურს დაარწმუნოს დაცვის მხარე, რომ ეს არის დაუმონტაჟებელი ვიდეო და ორიგინალი..

- ორიგინალი ვახსენე?, - აწყვეტინებს მოწმე.

ადვოკატი: მე გეკითხებით, ორიგინალი თქვენთვის საჭირო არ იყო?... ფეისბუკიდან რომ გადმოწერა გამომძიებელმა საიდან იცით, რომ მონტაჟის ნიშნები იქ არ იყო?

მოწმის თქმით, მისი კომპეტენცია არ არის, რის შემდეგაც რევაზ აჭარაძემ იკითხა: „რას ნიშნავს მეტაინფორმაცია?".

მოსამართლემ გააჩერა მოწმე და მოუწოდა, „ნუ ღიზიანდება და ნერვიულობს, რადგან არაა არაფერი გასაღიზიანებელი, ბევრი ბრალდებულია და ბევრი კითხვა იქნებაო".

13:47 3.7.2025

ადვოკატ რევაზ აჭარაძის კითხვა: როცა ვიდეო პირველწყარო არაა და რამდენჯერმე წარმოებული ასლია, კომპიუტერული ექსპერტი არ გჭირდებათ დაიხმაროთ?

- არა, არ მჭირდება, კითხვა არ იყო დასმული მონტაჟზე [პასუხობს მოწმე] და ჩაკიტხვის შემდეგ ამატებს: „ერთი და იგივეს ვატრიალებ“.

მოწმის ეს პასუხი აღიზიანებს მოსამართლეს თამარ მჭედლიშვილს და მოწმეს ეუბნება: „ერთი და იგივეს თუ ვატრიალებთ, მე განვარიდებ შეკითხვას. რომ გისვამენ კითხვას, უასუხეთ, რატომ მჭირდება მოწმეებთან ამის ახსა? რამე არის სასაცილო?".

13:56 3.7.2025

ადვოკატების კითხვების მთავარი მიზანია დაადსტურონ ან უარყო, არის თუ არა დამონტაჟებული ვიდეოები, რომელიც ექსპერტმა იკვლია.

მოწმე, ეკატერინე ყუფარაძე ამბობს, რომ ის მონტაჟის კვალს არ იკვლევს, სხვა კითხვა დაუსვეს, გამოსახულება კი, რომლის ვინაობის დადგენაც უნდა მოეხდინა, დაზიანებული ან დამონტაჟებული არ იყო. რომ ყოფილიყო, დასკნას არ დაწერდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG