Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (03/07/2025)

👨‍⚖️ გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8-პირის სასამართლო 💬 სხდომას ისევ ვერ აშუქებს მედია. წაიკითხეთ რეალურ დროში რას ამბობენ პროკურორების მოწმეები, ადვოკატები, დაკავებულები

13:05 3.7.2025

მოწმის, ეკატერინე ყუფარაძის მონათხრობის თანახმად, მას მიუტანეს ორი სპეცპაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ლაზერული დისკი და დასმული იყო კითხვა: გამოძიებისთვის საინტერესო პირების იდენტიფიკაცია მოეხდინა. ეს პირები იყვნენ: ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

ექსპერტის თქმით, შეადარა გამოსახულებები და დაადგინა, რომ გამოძიებისთვის საინტერესო პირები ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი არიან. ეკატერინე ყუფარაძის თქმით, გამოსახულებები შსს-ს მონაცემთა ბაზას შეადარა.

„მონტაჟის ნიშნები არ ყოფილა“, - ამბობს მოწმე შესწავლილ ვიდეოზე.

13:12 3.7.2025

მოწმე, ეკატერინე ყუფარაძის თქმით, ჯერ დაადგინა, იყო თუ არა ვარგისი წარდგენილი ვიდეო იდენტიფიკაციისთვის და შემდეგ მოახდინა იდენტიფიკაცია.

13:25 3.7.2025

ვეფხია კასრაძის ადვოკატი დაინტერესდა, არის თუ არა მონტაჟი ვიდეოზე ტიტრის დადება, ექსპერტი ამბობს, რომ ეს „რედაქტირებაა“.

„თუ ვიდეოზე აღინიშნება რედაქტირება მონტაჟი, ჩარევა, რომელიც გამოიწვევდა სახის ცვლილებებს...."

ადვოკატი აჩერებს: „ხომ შეიძლება ყოფილიყო ისეთი ჩარევა, მონტაჟი, რომ სახე არ ყოფილიყო შეცვლილი“?

პროკურორი აცილებას იყენებს. მოსამართლე არ იცილებს და მოწმე პასუხობს: „ყველაფერი შეიძლება“.

ადვოკატი: „ანუ თქვენთვის მთავარი იყო გამოსახულება არაა? რაც შეეხება ხმას, ჩაატარეთ კვლევა ხმაზე?“

მოწმე: „მე ხმაზე კვლევას არ ვატარებ, ერთ სამმართველოში ვართ, მაგრამ ხმაზე სხვა ნაწილი ატარებს ექსპერტიზას“.

[მას არ შეუძლია თქვა იყო თუ არა ხმა დამონტაჟებული, რადგან სრულიად სხვა სფეროა]

13:29 3.7.2025

ეკატერინე ყუფარაძე, ექსპერტი: „ვიდეოზე სუბტიტრები არ ნიშნავს, რომ პირის სახის გამოსახულებაში იყო რაიმე ჩარევა, ამიტომ მე ამას დასკვნაში არ ავსახავდი, რომ ყოფილიყო ჩარევა გამოსახულებაში ავსახავდი“.

ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძე უსწორებს, რომ მას ევალებოდა ყველა ის ინფორმაცია და მოქმედება, რაც ჩაატარა ექსპერტიზის დრო, აესახა დასკვნაში. მოწმის პოზიციაა, რომ როცა კითხვა არ არის დასმული, არ ასახავს.

„როცა რაღაცას ცვლის უნდა ავსახო და ჩემს კვლევაში ეგ ცვლილებას არ მომცემდა", - ამბობს მოწმე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG