ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კოგუტის ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, 2 ადამიანი და 11 დაიჭრა. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის სახმელეთო ძალების სარდლობის ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა „კომპლექტაციისა და სოციალური მხარდაჭერის ტერიტორიული ცენტრის“ შენობას, სადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინაში მსგავსი ცენტრების მოვალეობაა სამხედრო მოსამსახურეთა რეგისტრაცია და მობილიზაცია.
სახმელეთო ძალების ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია კერძო სახლის ტერიტორიაზე.
3 ივლისს გამთენიისას რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს უკრაინის ქალაქ ოდესასაც. ხანძარმა 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულები გაანადგურა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ფორუმი