დღეიდან ძალაშია ნორმები, რომელთა თანახმადაც:
1) იზღუდება გადაღება
სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში - ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია
- გადაღების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს
- ჩაწერა - ვიდეო, ფოტო, თუ აუდიოჩაწერა, ასევე ტრანსლაცია, დასაშვები იქნება არა მოსამართლის, არამედ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით.
- გაუქმდა კანონში აქამდე გაწერილი გარანტია, რომლის ძალითაც სასამართლოს შენობაში შესული ადამიანისათვის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის ან რაიმე ტიპის ჩამწერი ტექნიკის ჩამორთმევა დაუშვებელი იყო.
2) მოსამართლის „უპატივცემულობა“ სსკ-თი დაისჯება
„ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით (ვერბალურად, უხამსი ქმედებით და ა.შ.) და ნებისმიერ ვითარებაში (სასამართლო სხდომაზე, საჯარო სივრცეში) მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა“ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რომელშიც წერია:
- სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან ნაფიცი მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3) ცილისწამებაზე რეგულაცია შეიცვალა
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი შეიცვალა:
- ცილისწამებაზე დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად მოპასუხეს ეკისრება;
- ცილისწამების შესახებ სარჩელების სასამართლოში შეტანა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევებზეც, რომლებიც კანონში ცვლილების განხორციელებამდე 100 დღით ადრე მოხდა;
- სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადა ერთი თვიდან 10 დღემდე მცირდება;
- თუკი ამ კანონის ძალით აქამდე შეიძლებოდა კანონით დარეგულირებულიყო „ადამიანის პირისპირ შეურაცხყოფა“, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კანონით რეგულირებადი შეიძლება გახდეს „საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა“;
- უქმდება ნორმა, რომლის თანახმადაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს წყარო ან პროფესიული საიდუმლოება, - დაუშვებელია გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
4) ხელფასები ორმაგდება
მოსამართლეების ანაზღაურება ორჯერ და მეტად გაიზარდა.
თუკი აქამდე მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული იყო, ახალი კანონით ე.წ. ყოველწლიურ საბაზისო ხელფასსა და კანონით გათვალისწინებულ კოეფიციენტს მიება.
თუკი ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასია 7 000 ლარი (არ არის გათვალისწინებული პრემია-დანამატები), დღეიდან მისი ანაზღაურება 14 600 ლარამდე გაიზარდა.
ფორუმი