Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც КГБ-სთან თანამშრომლობა აქვს აღიარებული


აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ იქნა მიჩნეული - მისი კრიმინალური წარსულის შესწავლის საფუძველზე.

შუა ხნის კაცი, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) 19 ივნისს ბრუკლინში დააკავა, აშშ-ში 2023 წელს ჩავიდა, თუმცა ამერიკაში ჩასვლამდე უკვე ჰქონდა კრიმინალური ისტორია. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ კი იგი კიდევ ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.

სოციალურ ქსელებში სახელმწიფო უწყების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე წარსულში კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი იყო და 25-წლიანი სასჯელისთვის ციხეში 9 წელი აქვს გატარებული. ამასთან, მას წარსულში ბრალი ჰქონდა წაყენებული თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანისთვის.

დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს აღიარებული აქვს რუსულ КГБ-სთან თანამშრომლობა.

დაკავების ამსახველ და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებში აქცენტი კეთდება მის სვირინგზე, რომელზეც პისტოლეტია გამოსახული.



ფორუმი

XS
SM
MD
LG