მათე დევიძესთან ერთად სასამართლო განხილვების რამდენიმეთვიანი გზა გაიარეს მისმა დამ და ბებიამ.
ემიგრანტი დედა, თამარ მჭედლიშვილი მთელი დღე რეკავდა იმედით, რომ კარგ ამბავს ეტყოდნენ.
მათე დევიძის განაჩენი გამოცხადდა - მას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
პატიმრობის შეფარდების გამო გამოწვეულმა ბრაზმა და სასოწარკვეთამ მოიცვა სასამართლოს ეზო და დერეფნები.
ფორუმი