Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა გუნდის წევრებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს ბრძანებებს - სომხური მედია


ნიკოლ ფაშინიანი და კათალიკოსი გარეგინ II. 2018 წელი
ნიკოლ ფაშინიანი და კათალიკოსი გარეგინ II. 2018 წელი

სომხური ოპოზიციური გაზეთი „ჰრაპარაკი“ (Hraparak) წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხურ ეკლესიასთან გამწვავებული დაპირისპირებისა და გუნდში უკმაყოფილების ფონზე, თანაგუნდელებს უთხრა, რომ ეკლესია რუსეთისგან იღებს მითითებებს.

„ჰრაპარაკის“ თანახმად, პარლამენტში მმართველი ფრაქციის წევრთა „უმრავლესობა“ არ ეთანხმება „ეკლესიის წინააღმდეგ“ გადაგმულ ნაბიჯებს, თუმცა „ვერ ბედავს ამაზე ხმამაღლა საუბარს“.

ამასთან, გამოცემა რამდენიმე დეპუტატთან - რომელთა ვინაობასა და რაოდენობას არ ასახელებს, - საუბრის შემდეგ წერს, რომ ფაშინიანმა თავისი მიდგომების „გამართლების მიზნით“ გუნდის წევრებს განუცხადა, რომ ეკლესიას - ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანსა და ახლა უკვე ეჯმიაწინს (ეჩმიაძინს) - მთავრობასთან დაპირისპირების დავალება რუსეთისგან აქვთ მიღებული.

გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია.

უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა.

  • გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას;
  • ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
  • გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.

დაპირისპირება ახლახან, 29 მაისს გამწვავდა, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეკლესიები უსარგებლო ნივთების საკუჭნაოს შეადარა.

მას შემდეგ ფაშინიანი სასულიერო პირებს სოციალურ ქსელებში ყოველდღე უძღვნის კრიტიკულ პოსტებს; კრიტიკულია მისი მეუღლე ანნა ჰაკობიანიც, რომელმაც სასულიერო პირებს პედოფილები და „მაფიოზები“ უწოდა.

„თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი… შეუძლებელია პატრიარქ-კათოლიკოსს ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება“, - აცხადებს ფაშინიანი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG