Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ 3 ადამიანი დაჭრეს


მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული კაცი პოლიციის შენობაში მიჰყავთ.
მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული კაცი პოლიციის შენობაში მიჰყავთ.

თბილისში, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 4 ივნისს, საღამოს საათებში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავემ სამივე მათგანი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, ორზე მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისჯება 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით.

პოლიციამ 40 წლის პირი დააკავა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG