საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე დღეს, 5 ივნისს დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.
საავადმყოფოში გადაიყვანეს 6 დაჭრილი.
დრონებით დარტყმამ ხანძრები გამოიწვია საცხოვრებელ რაიონში. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სრულად განადგურებულია ორი სახლი.
ჩერნიგოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ ჩაუსის წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ პრილუკის დაარტყეს „გერანის“ ტიპის, სულ მცირე, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქალაქ პრილუკიზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
პრილუკი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან 135 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქში არაერთი საწარმოა, მათ შორის ნავთობის და გაზის გადამამუშავებელი და კაბელების მწარმოებელი ქარხნები.
ფორუმი