მაკრონს, სტარმერს და მერცს უკრაინის დედაქალაქში შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ, შეხვედრა გამართეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან და ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრი ერმაკთან.
„უკრაინას შეუძლია ჩვენ დაგვეყრდნოს“, – დაწერა მერცმა კიევში ჩასვლის შემდეგ x-ზე.
მან ასევე დაადასტურა, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ.
„მსურველთა კოალიცია“, რომლის შეხვედრაც კიევში იმართება, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებითა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის მიმართულებით.
ფორუმი