Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრიდრიხ მერცი კანცლერის სტატუსით პირველად საფრანგეთს ეწვია: "გერმანია-საფრანგეთის ახალი სტარტი" ევროპისთვის


გერმანიის კანცლერი ფრიდრიც მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 7 მაისი, 2025
გერმანიის კანცლერი ფრიდრიც მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. პარიზი, 7 მაისი, 2025

"ემანუელ მაკრონი და მე პარიზში შევთანხმდით "გერმანია-საფრანგეთის ახალ სტარტზე" ევროპისთვის", - აცხადებს გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც პოსტზე დამტკიცების შემდეგ პირველად საფრანგეთს ეწვია.

"ეს განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს: ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას იარაღის სფეროში და გავაძლიერებთ ნატოს ევროპულ სვეტს", - აღნიშნავს კანცლერი.

„პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ევროპის გულში“ - წერს ფრიდრიხ მერცი X-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ორი ქვეყანა „ერთად წინ წასწევენ ევროპას“. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება მერცის ვიზიტს - „ჩვენს ხელშია, რომ ეს მოხდეს“, - წერს მაკრონი.

ფრიდრიც მერცი აღნიშნავს, რომ მას და ემანუელ მაკრონს არაერთხელ გაუზიარებიათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები - „ჩვენ გვჯერა გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის!“

ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება.

„გერმანია კვლავ იღებს პასუხისმგებლობას - არა ხმაურიანი, არამედ სანდო. არა ქედმაღლური, არამედ თანამშრომლური“, - აცხადებს გერმანიის კანცლერი.

ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე 6 მაისს მეორე მცდელობისას დაუჭირა მხარი ბუნდესტაგის 325-მა დეპუტატმა. პირველი კენჭისყრა წარუმატებელი აღმოჩნდა - მერცს 6 მხარდამჭერის ხმა დააკლდა (საჭირო იყო 316) და მეორე კენჭისყრა სამშაბათსვე, რამდენიმე საათში გაიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG