34-ე რიგგარეშე კონფერენციაზე იმყოფებიან ის მოსამართლეები, რომლებმაც აქტივისტებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებულთა მხარდამჭერები სწორედ ამ მიზეზით შეიკრიბნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობასთან.
„მონა“ შეძახილი მე მესმის ყოველდღიურად ტელევიზიიდან... ახლაც გავიგებ, მაგრამ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - თქვა ერთ-ერთმა მოსამართლემ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შესვლამდე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მოსამართლეთა წინააღმდეგ აქცია იმართება. ასე მოხდა 12 იანვარსაც რესტორან „ბაბილოსთან“, სადა მოსამართლეთა კორპორაციული წვეულება იმართებოდა. იმ დღეს მოსამართლეებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს.
კონფერენციის ჩატარების შესახებ მედიასაშუალებების ნაწილი ინფორმირებული არ იყო. ინფორმაცია არ არის გამოქვეყნებული არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პლატფორმებზე.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა კონფერენციის დღის წესრიგი, რომელთა შორისაც მთავარი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაა. საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს მინიჭებული - მათ გარეშე შეუძლებელია სასამართლო სისტემაში შესვლა (გამონაკლისია საკონსტიტუციო სასამართლო). საბჭო ნიშნავს და ათავისუფლებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს, არჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს და კანდიდატურას დასამტკიცებლად უგზავნის პარლამენტს.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია. საპირისპიროს ამბობენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და არგუმენტად იშველიებენ სასამართლო სისტემაში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია.
ფორუმი