"დიაბეტიანი ქალი, ნაინფარქტალი კაცი, სვანეთიდან ჩამოსული შვილი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. არ აქვთ დენი, წყალი, ეწურებათ საკვების მარაგი", - ანა წილოსანი, ოზურგეთი, სოფელი სუფსა ჩქუნი.
"ოჯახი სამი მცირეწლოვანი შვილით, სახლი ენგრევათ, საჭიროებენ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას..." - თეონა ღლონტი, სოფელი მამათი, ლანჩხუთი.
ოზურგეთში ძლიერი თოვაა. სამოქალაქო მოძრაობის "თავისუფლებისთვის" ათამდე მოხალისე შეიკრიბა ორგანიზაცია "დაიცავის" შენობაში, სადაც პროდუქტებსა და მედიკამენტებს აგროვებენ, შემდეგ კი მოხალისე მძღოლებს სოფლებში მიაქვთ.
ონის მერია მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისგან (თოვლი) გზების გასაწმენდად მუხლუხოებიან ბულდოზერს ყიდულობს. შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მოსული დიდი თოვლის გამო ვერ ხერხდება „ტექნიკის დაქირავება“.
ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ გელათის სახურავი - მათ შორის დროებითი გადახურვის ქვეშაც - თოვლითაა დაფარული.
ფორუმი