ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ადგილი იქამდე დატოვეს, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოქმედებაზე გადავიდოდა. ჭავჭავაძის მიმდებარედ რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩდნენ. პოლიცია დაიძრა ქუჩის ზედა ნაწილიდან.
საპროტესტო დემონსტრაციამ, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, სამ დეკემბერს, 05:30 საათისათვის ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა.
ამის შემდეგ, წყლის ჭავლის მანქანამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა.
რამდენიმე ასეული ადამიანი ახლა თსუ-სთან არის შეკრებილი. პროტესტი გრძელდება.
პოლიციელთა ნაწილმა მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გააგრძელა - სავარაუდოდ, უნივერსიტეტისაკენ.
პარალელურად დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს და სცემეს, სამ დეკემბერს, დილის ოთხ საათზე გამოუშვეს საპატიმროდან.
იგი პირველი დეკემბერს, გამთენიისას, თბილისიდან საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
თავდაპირველად მას ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა საბოლოოდ მისი საქმე სასამართლოში არ გადაიგზავნა და 48 საათის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გამოუშვეს იზოლატორიდან.
იზოლატორის დატოვების შემდეგ ბექა ბერაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ დააკავეს ის და მისი ძმა, თორნიკე ბერაძე, და პოლიციის ძალადობას აღწერს:
ფორუმი