Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

02:50 3.12.2024

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან.

აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება - ისინი ოპერის თეატრიდან, თითქმის რესპუბლიკის მოედნამდე დგანან.

თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, ცისფერ გალერეამდე ტერიტორია სპეცრაზმს უკავია. ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანა. სპეცრაზმელები, პერიოდულად, მომიტინგეების მისამართით გაზის კაფსულებს ისვრიან.

აქციის მონაწილეების მეორე ნაწილი სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედანთან მსვლელობით მივიდა. მათ ადგილზე სპეცრაზმი კორდონი დახვდათ, შესაბამისად, აღარ მიეცათ მოედნის მიმართულებით გზის გაგრძელების საშუალება.

01:49 3.12.2024

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში - მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:

"დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთებელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის".

მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და ევროპული საბჭო პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

01:34 3.12.2024

აქციის მონაწილემ სპეცრაზმის ფარებს ჩაარტყა და კორდონში შეითრიეს

01:14 3.12.2024

აქცია-მსვლელობა სანაპიროზე

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG