ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა - ინფორმაციას ის თავად ავრცელებს პლატფორმა X-ში.
"მე დავწერე მოთხოვნა გადადგომის შესახებ.
ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახური თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში. მე ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული" - წერს ის.
ბოლო დღეებში თანამდებობები ასევე დატოვეს:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. ამის შესახებ მან 2 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში, ბრიფინგზე ისაუბრა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო, "რომლებიც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს".
"ჩვენ არ ვაანონსებთ სანქციებს ამ ტრიბუნიდან. როდესაც წარსადგენი გვაქვს სანქციები, ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკვე დავუწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებს და დავაწესეთ სავიზო აკრძალვები, ასევე მთავრობას შევუჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება.
ცხადად განვაცხადეთ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც მათ ევროპასთან უფრო დიდი ინტეგრაციის გზიდან გადასახვევად გადადგეს", - ამბობს მეთიუ მილერი.
ჟურნალისტმა ალექს რაიფოღლუმ მას ჰკითხა: "... [საქართველოსთან სტრატეგიული] ურთიერთობების შეჩერება დამნაშავეების სანქცირების გარეშე - ვის მხარეზე ხართ რეალურად?" - რაზეც მილერმა უპასუხა: "ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მხარეს".
მსოფლიოს მედია მოიარა თბილისში გადაღებულმა კადრებმა, თუ როგორ სასტიკად უსწორდებიან ნიღბებით სახედაფარული პოლიციელები ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის წინააღმდეგობის გაწევის უნარდაკარგულ ახალგაზრდას, რომელსაც ორი პოლიციელი რიგრიგობით, მთელი ძალით ურტყამს სახეში ფეხს.
საქართველოს საპოლიციო რაზმების ქცევამ მოქალაქეებს და სოციალური ქსელების ბევრ მომხმარებელს გაუჩინა ეჭვი, რომ ე.წ. რობოკოპებსა და შავნიღბიანებს შორის იმყოფებიან უცხოეთიდან (რუსეთი, ჩრდილოეთი კავკასია) ჩამოყვანილი ან გარკვეული ნივთიერებების, დასახელდა მეტამფეტამინიც, ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას, რომლის დამადასტურებელი ფაქტი ამ დრომდე არც არსებობს.
"ქართველები, რა თქმა უნდა, არ ელოდნენ, რომ მათი მშობლიური (როგორც ეგონათ) პოლიცია გამოავლენდა ამდენ სადიზმსა და ნაძირალობას" - ამბობს ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ალექსანდრ ნევზოროვი, თავის იუტუბარხზე გამოქვეყნებულ ვლოგში:
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უარი უთხრა სტუდენტებს პროევროპული აქციების პარალელურად სწავლის დროებით შეწყვეტის მოთხოვნაზე.
"ჩვენი უნივერსიტეტის 700 სტუდენტის გუშინდელი განცხადების შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ პასუხი, რომ სასწავლო პროცესი არ შეჩერდება. მეილის ტექსტში მხოლოდ ეს ეწერა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სწავლის შეჩერების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვითხოვდით პროტესტში ჩართული სტუდენტებისთვის აკადემიური აქტივობების აღდგენის საშუალების მიცემას, რაზეც არანაირი კომენტარი არ მიგვიღია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ახალგაზრდები ფიქრობენ რომ უნივერსიტეტის ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათთვის პროტესტის უფლების შეზღუდვას.
ფორუმი