Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

22:17 2.12.2024

პარლამენტის წინ აქციის დარბევა დაიწყო

22:04 2.12.2024

2 დეკემბერს, პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მე-5 დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21:45 საათზე, - წინა დღეებთან შედარებით, უფრო ადრე - დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა.

სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან.

პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება.

არაერთი ადამიანი დააკავეს.

პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც.

„არ დავიშლებით“, - ყვირიან დემონსტრანტები.

რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი.

პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც.

მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი.

პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ.

შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება.

22:02 2.12.2024

ოპოზიციური პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, გელა ხასაიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი. მისი ინფორმაციით, ხასაიას საკუთარ სახლთან სამმა პირმა სცემა.

"გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდან ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხიალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე", - წერს ის.

21:23 2.12.2024

სიტუაცია პარლამენტთან

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG