Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

22:54 1.12.2024

საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყებიდან ოთხ დღეში(28 ნოემბერი - 1 დეკემბერი) 200-ზე მეტი დაკავების შესახებ აცნობეს უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ ინფორმაცია სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელი ხაზით (577 07 05 63) მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.

22:41 1.12.2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი ემიჯნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და იურიდიული ფაკულტეტის დეპარტამენტს მოთხოვნებს უყენებს.

22:40 1.12.2024

22:33 1.12.2024

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG