საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შედგა ეროვნული თანხმობა, რაც, პირველ რიგში არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ და მივდივართ ევროპისკენ“, რაც მისი სიტყვებით, იყო კიდეც ყველას გაცხადებული მიზანი და თუ ვინმემ ამ მიზანს არ გადაუხვია, ეს სწორედ საზოგადოება იყო.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო, რომელსაც დემონსტრანტების მისამართით პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან უშვებენ. პერიოდულად იძაბება ვითარება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანაშრომლები არიან განლაგებულები. მიყვანილი სპეციალური ტექნიკა.
აქცია სულ რაღაც 40 წუთია დაიწყო... უკვე 2 პირი დავაკავეთ - სირაძე დემონსტრანტებს აფრთხილებს
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავეს. მიზეზი, სირაძის განმარტებით, „უკანონო მოქმედებები" გახდა, რაც „პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლაში, რკინის ჯებირის დამტვრევაში, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს შუშების ჩამტვრევასა და ოთახებში ცეცხლის წაკიდებაში გამოიხატა“.
ფორუმი