Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თეთრი სახლი: ბაიდენმა "უღრმესი მწუხარება" გამოხატა ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო

თეთრი სახლი: ბაიდენმა "უღრმესი მწუხარება" გამოხატა ღაზის სექტორში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 20 სექტემბერი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 20 სექტემბერი, 2023 წელი

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „უღრმესი მწუხარება გამოხატა“ ღაზის სექტორში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების გამო.

თეთრი სახლი ამასთან იტყობინება, რომ საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბაიდენმა გააუქმა თავისი სტუმრობა იორდანიაში.

ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო იორდანიის მეფე აბდალა II-სთან „კონსულტაციის“ შემდეგ და „გლოვის დღის გამო“, რომელიც გამოაცხადა პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც სამიტს უნდა დასწრებოდა ეგვიპტის პრეზიდენტთან ერთად, იტყობინება თეთრი სახლი.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტს არ გადადებს და ისრაელს ესტუმრება.

XS
SM
MD
LG