ვიდეო კომენტარები
სერგი კაპანაძე: საბანკო რეგულაციების შედეგად ხალხს პირადი ვალები გაუჩნდება
13 თებერვალს, ოპოზიციის მიერ, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიასთვის დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს შორის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად გაჩენილ პრობლემებს შეეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო კაპანაძემ გიორგი ქობულიას ჰკითხა, არის თუ არა მისთვის ცნობილი, თუ რამდენად შემცირდა გაყიდვები სამშენებლო სექტორში და რამდენად გაურთულა ახალმა წესებმა მცირე სესხების აღება მოქალაქეებს.