მოელიან, რომ 24 იანვარს საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის საბერძნეთსა და მეზობელ მაკედონიასთან, ამ ბალკანური ქვეყნის სადავო სახელწოდების ცვლილების თაობაზე მიღწეული, ისტორიული შეთანხმების რატიფიკაციას.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასისა და მისი მაკედონიელი კოლეგის, ზორან ზაევის მთავრობებმა გასულ ივნისში მოაწერეს ხელი კომპრომისულ შეთანხმებას, რომლითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკას უნდა ეწოდოს ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ნაცვლად მაკედონიისა, რასაც საბერძნეთი მრავლი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.
"პრესპას შეთანხმების" სახელით ცნობილ დოკუმენტზე საბერძნეთის პარლამენტში დებატები 23 იანვარს დაიწყო, რასაც მასზე კენჭისყრა უნდა მოჰყვეს.
შეთანხმების ოპონენტები კენჭისყრის პარალელურად აპირებენ საპროტესტო აქციის ჩატარებას პარლამენტის წინ. 20 იანვარს გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციებს საბერძნეთში თან ახლდა ძალდობა.
ოპონენტები მაკედონიის სახელწოდების თაობაზე შეთანხმებას „უდიდეს ეროვნულ ღალატს“ უწოდებენ.