წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებისას წმინდა ნინოს მანამდე უცნობი ფრესკა აღმოაჩინეს. წმინდანის ფრესკა გამოსახულია მეათე საუკუნეში აშენებული ტაძრის სიღრმეში, კედლის ზედა ნაწილზე. ხატმწერ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის თქმით, ნამუშევარს უნიკალური შეიძლება ეწოდოს, რადგან შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში თითქმის არ გვხვდება წმინდანის გამოსახულება სახარებით ხელში. ფრესკა მე-14 საუკუნეში ბიზანტიელი მხატვრის კირ მანუელ ევგენიკოსის მიერ არის შესრულებული. ბუჩუკურის სიტყვებით, სამეგრელოს მთავარს, ვამეხ დადიანს კონსტანტინეპოლში მიუვლენია ბერები, რომლებსაც მხატვარი ჩამოუყვანიათ. რამდენიმე წლის წინ ამ ეკლესიაში გერმანელი სპეციალისტებიც მუშაობდნენ, თუმცა ფრესკა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს. ტაძრის მოძღვრის, მამა თომა კალანდიას თქმით, ეკლესიის რესტავრაციის პროცესში, როცა მტვერი გადაიწმინდა სოკოვან დაავადებებთან ერთად, ფრესკა წარწერასთან ერთად გამოჩნდა. წალენჯიხის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ატარებს, რომელიც მომავალ წელს უნდა დასრულდეს. მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებისთვის 80 ათასი ლარია გამოყოფილი. ჯამში კი რეკონსტრუქციისთვის სავარაუდოდ 400-450 ათას ლარი დაიხარჯება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებში სასულიერო აკადემიის სტუდენტები არიან ჩართული.
წმინდა ნინოს უცნობი ფრესკა წალენჯიხაში
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან
-
სექტემბერი 16, 2025
ვინ დაიცვა აქცია არასრულწლოვანი შეიარაღებული თავდამსხმელისგან?
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?