საოკუპაციო ზოლის სამოქალაქო პატრულირება და საფრთხეები
„ძალა ერთობაშია“ - სოციალურ ქსელ ფეისბუქში ასეთი ჰეშთეგით გავრცელებული მოწოდება, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო პატრულის პირველი ჯგუფი 25 ივლისს შიდა ქართლში ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე გავიდა. წარმომადგენლები სამოქალაქო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“ გეგმავენ, ოკუპანტების დესტრუქციულ ქმედებებს ყოველდღიურ რეჟიმში მიადევნონ თვალყური და განგაში ატეხონ თითოეულ გამოვლენილ ფაქტზე. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საზოგადოების ასეთმა აქტიურობამ და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს პროცესი? შს სამინისტრო რისკებზე ლაპარაკობს, ხოლო სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციასთან შეთანხმებული მოქმედების პირობას დებენ.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს