ჰასან როჰანი დამაჯერებლად ლიდერობს ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში
ირანში, პარასკევს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, დიდი უპირატესობით ლიდერობს ზომიერი შიიტი სასულიერო პირი ჰასან როჰანი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსტაფა მოჰამად ნაჯარმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1631 საარჩევნო უბანზე დათვლილი 826 649 ხმიდან თითქმის ნახევარი (401 949) როჰანის ეკუთვნის. მისმა უახლოესმა კონკურენტმა, თეირანის მერმა მოჰამად ბაქარ ყალიბაფმა 126 899 ხმა მოაგროვა (რეიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო