არ დაუშვას მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოში ზომების მიღება. გუშინ, როცა მოსკოვში ირანის მაღალი რანგის დელეგაცია იყო ჩასული ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რუსეთის კომპრომისულ წინადადებაზე მოსალაპარაკებლად (ირანელების ამ ვიზიტზე გუშინვე გიამბეთ), ბრიუსელში ევროკავშირის მეთაურებთან შეხვედრებს მართავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი. მოტაკის ვიზიტს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია - ევროკავშირში კვლავინდებურად პესიმისტური განწყობა სუფევს
ევროკავშირში მანუჩერ მოტაკის ვიზიტის შემდეგ განწყობა რომ არ გაუმჯობესებულა, საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას განცხადებით ჩანს. მან ჟურნალისტებს ირანელ მინისტრთან შეხვედრის შემდეგვე უთხრა, რომ ირანის პოზიცია არ შეცვლილა და რომ ამ ქვეყანას “გაცილებით მეტი კონსტრუქციულობის” გამოჩენა მართებს.
ირანის პოზიცია მართლაც არ შეცვლილა - ის არ ამბობს უარს სრულმასშტაბიანი ბირთვული პროგრამით სარგებლობაზე. აი, რა თქვა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ბრიუსელში ვიზიტისას. [მანუჩერ მოტაკის ხმა] “ვაგრძელებთ თანამშროლობას ამჟამინდელი პოზიციიდან. ეს ნიშნავს, რომ კვლევის სფეროში მუშაობა გაგრძელდება და რომ რუსეთის წინადადება ეხება საწვავის, ბირთვული საწვავის მასშტაბურ წარმოებას”.
მთლიანობაში ირანი, როგორც ჩანს, მზადაა, დაყაბულდეს რუსეთის წინადადებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დამზადდეს ირანის საწარმოებისთვის საჭირო ბირთვული საწვავი. მაგრამ, იმავდროულად, ირანს სურს, ჰქონდეს ბირთვული საწვავის შესაქმნელად საჭირო კომპონენტები და ნოუ-ჰაუ - ეს კი ასაზრდოებს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ეჭვს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს.
ევროკომისიის პრეს-მდივანი ემა უდვინი გუშინ შეეხო ირანელ მინისტრთან ევროკომისარ ბენიტა ფერერო- ვალდნერის შეხვედრას, რომელზეც ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, რომ ირანი საკუთარ თავს აქცევს იზოლაციაში. [უდვინის ხმა] “ევროკომისარმა სავსებით ნათლად თქვა, რომ არ გვსურს და არ ვაპირებთ ირანის იზოლირებას. პირიქით, დიდი იმედი გვაქვს, რომ ირანი საკუთარ თავს არ მოაქცევს იზოლაციაში”.
ევროკომისიის პრეს-მდივნის განცხადებაში “იზოლაციის” გარდა მნიშვნელოვანი იყო სხვა ცნებაც - “ნდობა”. უდვინის თქმით, მას შემდეგ, რაც ირანმა ურანის გამდიდრება განაახლა, ევროკავშირს მისდამი საკმარისი ნდობა არა აქვს და თუ ირანს ნდობის აღდგენა სურს - ისევ უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროცესი.
ბრიუსელში ირანის მხარეც შეეხო ნდობის ფაქტორის მნიშვნელობას, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ ევროპარლამენტის საგარეო საკითხების კომიტეტში გამოსვლისას მსმენელებს შეახსენა, რომ ნდობა - ორმხრივი უნდა იყოს. ხოლო ირანი არ ენდობა დასავლეთს ისე, რომ მისგან ჰქონდეს ბირთვული საწვავის მიღების იმედი. რაც შეეხება ბირთვული საწვავის რუსეთიდან მიღების შესაძლებლობას: [მანუჩერ მოტაკის ხმა] “რუსეთის წინადადებასთან დაკავშირებით განსახილველია მისი რამდენიმე მთავარი ელემენტი, ისევე როგორც მსჯელობაა საჭირო პროექტის მონაწილეთა ვინაობაზე, გამდიდრების ადგილზე, ვადებზე, პროექტის ხანგრძლივობაზე”.
ყველა ვარიანტში, დასძენს მანუჩერ მოტაკი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები უნდა შეეგუონ აზრს, რომ ირანს აქვს ბირთვული ტექნოლოგიით სარგებლობის უფლება.
ამ შინაარსის განცხადების შემდეგ ბრიუსელში ვერ ხედავენ ირანთან კომპრომისის შანსს - მიუხედავად იმისა, რომ ირანი კვლავინდებურად ირწმუნება: მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება, არა ატომური იარაღის შექმნას.