„ვეფხისტყაოსანი“ გუჯისგან
სანამ ნიუ-იორკში, გაეროს არტკოლექციაში, დაიდებს ბინას, მანამდე უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ჭედურ ყდაზეც გუჯი ამაშუკელი მუშაობდა, ცოტა ხნით თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში დარჩება. მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკე და იუველირი, ხელოვნების დარგში უმაღლესი ჯილდოს - ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრად“ აღიარებული გუჯი ამაშუკელი, 44-წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. გუჯის ნამუშევრები არასოდეს მეორდება. ერთი იქნება ეს ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანიც“ - ვერცხლში შესრულებული და 20-მდე სახეობის ძვირფასი ქვით მოჭედილი. შოთა რუსთაველის ლეგენდარული პოემის ხელნაწერი სოფიო კინწურაშვილმა და თამაზ ვარვარიძემ მოხატეს. ტექსტი ხუთმა კალიგრაფმა გადაწერა - დავით მაისურაძემ, გიორგი სისაურმა, ნინო იკაშვილმა, ლევან ცხვირავაშვილმა და ანა გოქაძემ. ეს უკანასკნელი სულ 14 წლისაა. ნამუშევრის პრეზენტაცია თბილისში 24 სექტემბერს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 12, 2025გაცოცხლებული ადამიანები თამარ მამალაძის უნიკალური ჩანაწერებიდან
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი