უნდა გვეშინოდეს თუ არა თანამედროვე ფაშიზმის
30 სექტემბერს დიუმას ქუჩაზე მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ 25 წლის ვიტალი ეთნიკურ ნიადაგზე ერთ-ერთი ნეონაცისტური ჯგუფის წევრებმა მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულის,მისი თანამზრახველისა და მათი სამეგობროს ფეისბუკზე ხშირად ნახავთ ფაშისტურ გამონათქვამებს,სიმბოლიკას და ღიად გამოხატულ სიმპათიას ფაშისტი ლიდერების მიმართ. თუმცა აქამდე ულტრანაციონალისტური, ნეოფაშისტური თუ ნეონაცისტური ჯგუფების წევრები მუქარას უმცირესობებისადმი, განსხვავებული რასისა და რელიგიის ხალხის მიმართ მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავდნენ. ვიტალი საფაროვის მკვლელობამ კი, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ეს მუქარა რეალობად აქცია. სწორედ ამიტომ მოითხოვენ ისინი დამნაშავეების დასჯას.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს