რატომ ვცემთ შვილებს აღზრდის სახელით?
საქართველოში უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. და ყველაზე დაფარულიც. ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მოძალადე მშობლებს ასეთი ამბების გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა არაერთი კანონით ისჯება, ბევრ ოჯახში ბავშვის ცემა ნორმად მიიჩნევა. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის გამოკვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 60 პროცენტის აზრით, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდები უფრო ამართლებს. ამ ანიმაციაში მოთხრობილი ხუთივე ამბავი ნამდვილია. ხუთივე ამბავს თავის დროზე მოჰყვა რეაგირება, თუმცა როგორც ფსიქოლოგები გვეუბნებიან, ამ ბავშვებს (მათი სახელები შეცვლილია) ძალადობის კვალი დიდხანს გაჰყვებათ.
ეპიზოდები
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო