მე ვიცი რა არის კოვიდი - ეს ინტერვიუების სერიაა. Gogi Gvakharia კვირაში ორჯერ ესაუბრება მათ, ვისაც აქვს ან ვისაც უკვე ჰქონდა კოვიდ-19, ასევე მათ, ვინც ოჯახის წევრი ან სხვა ახლობელი დაკარგა ამ ვირუსის გამო.
დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
მე ვიცი რა არის კოვიდი: მამუკა ხაზარაძე
რამდენად დაზარალდა “ლელოს” საარჩევნო კამპანია იმის გამო, რომ მის ლიდერს სწორედ არჩევნების წინ დაუდასტურდა კოვიდი?
რამდენად შეუშალა ხელი კოვიდმა მთლიანად, არჩევნებს? რომ არა კოვიდი, შეიძლებოდა თუ არა სულ სხვა შედეგები გვეხილა არჩევნებზე?
როგორ მუშაობდა იზოლაციის პროცესში, ჰქონდა თუ არა “ლელოს” გეგმა: თუკი არჩევნები გაყალბდებოდა, “ლელო” ბოიკოტს გამოუცხადებდა ახალ პარლამენტს.
გახდა თუ არა საქართველოში კოვიდი პოლიტიკური მანიპულაციებისა და სპეკულაციების საშუალება? ეთანხმება თუ არა ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ შემოდგომაზე ხელისუფლებას სრულიად ჩამოეშალა ჯანდაცვის სისტემა?
ხელს უშლის თუ არა დღეს კოვიდი მასობრივ პროტესტებს? რას აპირებს ამ სიტუაციაში “ლელო”? გააგრძელებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან? რაში ხედავს მოლაპარაკებების აზრს?
აპირებს თუ არა “ლელო” გაერთიანდეს სხვა პარტიებთან? - ეს არის ძირითადი თემები, რაზედაც გოგი გვახარიამ და რატი თორდიამ ისაუბრეს.