საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ ჩქარობს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. წმინდა სინოდის შემდგომი სხდომა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, როგორი იქნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის პოზიცია. ეკლესიაში ამ საკითხს სხვადასხვაგვარად უყურებენ. ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სასულიერო პირების მხრიდან გაკეთდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) ეკუთვნის. მან ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო „რელიგიურ ომში არ უნდა ჩაერიოს და საკუთარ ინტერესებზე იფიქროს“. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას კი იმედი აქვს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სიმართლის მხარეს დადგება და უკრაინას მიულოცავს ავტოკეფალიის მიღებას.
ეპიზოდები
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს