კორონავირუსი და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე - დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები
მესამე დღეა საქართველოში დამსაქმებლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის ახალი რეკომენდაციები მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში უსაფთხოების თვალსაზრისით ოთხ დონედ არის დაყოფილი სამუშაოები - ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის შემცველი. რეკომენდაციების ნაწილი ყველა კატეგორიისთვის ერთი და იგივეა.
დღე ხვალის შემდეგ: როგორ ავიდგათ ფეხი COVID-19-ის დამარცხების შემდეგ?
როგორ უნდა გამოვიდეს მსოფლიო COVID-19-ით გამოწვეული ჩაკეტილობიდან, შეამსუბუქოს მკაცრი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს? ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს სვამს ყველა ქვეყნის მთავრობა და ცდილობს დაინახოს, რა დარჩება მათი ეკონომიკიდან ეპიდემიის უკან დახევის შემდეგ.
ე.წ. ლოქდაუნიდან გამოსვლის გზაზე კი ჩნდება იდეები, რომლებიც თითქმის ზედმიწევნით იმეორებს დისტოპიური რომანების სიუჟეტებს. და ეს იდეები გვხვდება კიდეც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის სტრატეგიულ სამოქმედო დოკუმენტებშიც. რომ მაგალითად, გამოსავალი შეიძლება იყოს მოსახლეობის მუშაობა ცვლებში, მუშაობა ასაკის მიხედვით, ხანდაზმულების იზოლაცია გაცილებით დიდი ხნით, ვიდრე წარმოგვედგინა, რეგიონების დაყოფა ზონებად და ა.შ.
COVID-19-ის გავრცელების ყველაზე დიდი მასშტაბის მქონე ქვეყნებში სიკვდილიანობამ იმატა
გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა აშშ-სა და ევროპის ოთხ ქვეყანაში, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში პირველ ხუთეულში არიან. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა ინფიცირების ახალი შემთხვევები.
საერთაშორისო ჯგუფის Worldometer-ის მონაცემებით, აშშ-ში 5 აპრილს დაფიქსირდა გარდაცვალების 1165 შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 1255. აშშ-ში 5 აპრილს დაავადების 25 316 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპრილს 30 331.
ესპანეთში 5478-დან 5029-მდე შემცირდა ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, გარდაცვალების კი მცირედით გაიზარდა. 5 აპრილს 694 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 აპრილს 700.
დაავადების ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებლმა იკლო იტალიაშიც. 5 აპრილს დაფიქსირდა 4316 ახალი შემთხვევა, ხოლო 6 აპრილს 3599. ამასთან, გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 5 აპრილს 525 ლეტალური შედეგი დადგა, ხოლო 6 აპრილს 636.
სიკვდილიანობის მაჩვებელმა მოიმატა გერმანიაშიც, სადაც 5 აპრილს გარდაიცვალა 140 ადამიანი და 6-ში 226. შემცირებულია დაავადების ახალი შემთვევები. 5 აპრილს დადასტურდა 4031, ხოლო 6 აპრილს 3253.
24 საათში ყველაზე დიდი მატებაა საფრანგეთში, სადაც 5 აპრილს დაავადების 2886 შემთხვევა იყო, ხოლო 6 აპილს 5171. 5 აპრილს გარდაცვლილი იყო 518 ადამიანი, ხოლო 6 აპრილს 833 ლეტალური შედეგი დადგა.
გასული კვირის ბოლო დღეებში ამ ქვეყნებში როგორც დაავადების, ასევე გარდაცვალების ახალი შემთხვევების კლება ფიქსირდებოდა.
საქართველოში 195-მდე გაიზარდა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი
საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 195-ს მიაღწია. მათგან 2 ადამიანი გარდაიცვალა.
7 აპრილის დილის მონაცემებით, 195-დან 39 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383.