ეკლესია, ვირუსი და ლოგოსი
ჰოდა, თუნდაც იმ ფონზე, როცა საუდის არაბეთმა მექა და მედინა ჩაკეტა, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ პირველად ისლამის ისტორიაში მეჩეთების კარი ჩარაზა, რომის პაპი ცარიელ პეტრეს ტაძარში მარტო ატარებდა მესას, მრავალმა მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მრევლი დაითხოვა, მისივე უსაფრთხოების მიზნით, თვით რუსეთის პატრიარქმაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდა თავის მრავალმილიონიან მრევლს, ყველა ლოგიკითა და განსჯით სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ამჯერად მაინც კეთილგონიერებით იქნებოდა ნაკარნახევი, მხარში ამოუდგებოდა სახელმწიფოს და თავის გავლენას და ავტორიტეტს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მოსახლეობისთვის საგანგებო ზომების დაცვისაკენ მოეწოდებინა, საფრთხის გაცნობიერებაში დახმარებოდა საკუთარ მრევლს. მაგრამ ასე არ მომხდარა...
მოსკოვში სამ მღვდელს COVID-19 დაუდასტურდა
მოსკოვის სამი სხვადასხვა ტაძრის სამ მღვდელს კორონავირუსი COVID-19 აღმოაჩნდა.
მოსკოვის საპატრიარქოსთან არსებული სპეციალური სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები აქვს კიდევ ორ სასულიერო პირს, თუმცა, მათი დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ჯგუფის ტელეგრამ-არხით გამოქვეყნდა მღვდლების ვინაობა და მოწოდება, რომ ყველამ, ვისაც ამ სასულიერო პირებთან კონტაქტი ჰქონდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და თვითიზოლაციაში იყვნენ.
29 მარტს, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ მართლმადიდებელ მორწმუნეებს მოუწოდა, კორონავირუსის გამო ტაძრებში ნუ მივლენ.
5 აპრილს, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გამორიცხა, რომ მორწმუნეებს მოუწევთ 19 აპრილს, სააღდგომო ღვთისმსახურებას ტელევიზიით უყურონ. მიტროპოლიტის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე. მისივე ინფორმაციით, უახლოეს დღეებში პატრიარქი ამ საკითხზე მრევლს მიმართავს.
რუსეთს ამ დროისთვის დადასტურებული აქვს COVID-19-ით დაავადების 5389 შემთხვევა. გარდაცვლილია 45.
საჩხერის კლინიკის 10 თანამშრომელს და მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საჩხერის სამედიცინო ცენტრის 10 თანამშრომელს კორონავირუსი COVID-19 არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მედიას აცნობა ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.
საჩხერის სამედიცინი ცენტრის ამ თანამშრომლებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ცენტრის ექიმთან, მუნიციპალიტეტის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის ცოლთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ტესტირება ჩაუტარეს მერსაც. მას COVID-19 არ დაუდასტურდა. მერის ცოლი საჩხერის კლინიკის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას, ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმა აქვს. თვითიზოლაციაშია კლინიკის ასამდე თანამშრომელი.
საჩხერის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ კლინიკებიდან, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან იღებს ინფიცირებულ პაციენტებს.