Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:34 4.4.2020

კომენდანტის საათი თბილისში

31 მარტიდან საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა. მოქალაქეებს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. აკრძალვა ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისია პოლიცია და საშვის მქონე პირები. წესების დამრღვევ მოქალაქეებს დაეკისრებათ ჯარიმა. კომენდანტის საათი საგანგებო მდგომარეობის ვადით 21 აპრილამდე მოქმედებს.

22:34 4.4.2020

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ - მომავლის უტოპიური და ანტიუტოპიური სცენარები

ახალი კორონავირუსის წინაშე, პარადოქსულად, ყველაზე დაუცველები მდიდარი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. ბირთვული ზესახელმწიფოები და მდიდარი ინდუსტრიული სახელმწიფოები ვერ ან ძნელად ახერხებენ საკუთარი მოსახლეობის დაცვას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას.

წაიკითხე ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგი

23:29 4.4.2020

162-ს მიაღწია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 162 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

წაიკითხე ვრცლად

14:38 5.4.2020

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია თანხმლები დაავადებებით, რომელიც დამამძიმებელ ფაქტორებად ითვლებოდა. გარდაცვლილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად იყო შეფასებული.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG