Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
18:20 2.4.2020

ირაკლი კობახიძე: მუდმივი კუნსულტაციები გვაქვს ეკლესიის წარმომადგენლებთან

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით ხელისუფლება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებთან მუდმივად მართავს კონსულტაციებს.

ეს კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, იმ დროს როცა ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში მრევლი დისტანციის დაცვით, მაგრამ მაინც დაესწრება ხალხმრავალ რელიგიურ ღონისძიებებს.

წაიკითხე მეტი

01:09 4.4.2020

კაკო პაპას ტიტები

კაკო პაპას ტიტები
please wait

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

01:11 4.4.2020

“არ ვთვლი, რომ რაღაც გმირული გავაკეთე“ - ინტერვიუ მედდასთან, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს 45 წლის მედდა პირველია ქვეყანაში მედპერსონალს შორის, რომელსაც კორონავირუსი პაციენტისგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გადაედო. ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი, მაშინ განმარტეს, რომ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანმა თავის თავზე აიღო კორონავირუსით ინფიცირებული რთული პაციენტის დახმარება.

წაიკითხე ვრცლად

01:12 4.4.2020

ცხინვალელმა ექიმმა სამსახურში მორიგეობაზე უარი თქვა

„მოგახსენებთ, რომ მე უარს ვამბობ გამოვიდე სამორიგეოდ, რადგან COVID-19 -ის გამო შექმნილი კარანტინის დროს არ არსებობს დაცვის ინდივიდუალური საშუალებები, ნიღბები, ხელთათმანები, სათვალები, თავდაცვითი კომბინეზონები“- ეს განცხადება ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა, ვლადისლავ ვალიევმა, ამავე საავადმყოფოს დირექტორის, კოკოევის, სახელზე დაწერა. განცხადების ასლი, რომელსაც კანცელარიის ბეჭედიც აზის,რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა წყარომ გამოუგზავნა.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG