Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
01:14 4.4.2020

თბილისის ტელეანძა აშშ-ის დროშის ფერებში გაანათეს

მხარდაჭერის ნიშნად თბილისის ტელეანძა ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფერებში გაანათეს.

თბილისის მერიის განცხადებით, „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! - ამ მესიჯს საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის“.

რამდენიმე დღის წინ, საქართველომ ასეთივე სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

3 აპრილის 17:00 საათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსის 258 214 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 6 605 ადამიანი. გამოჯანმრთელებული - 9 408.

01:16 4.4.2020

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი

28-ს მიაღწია საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ. პირველი შემთქვევა ქვეყანაში 26 თებერვალდ დადასტურდა.

წაიკითხე მეტი

13:04 4.4.2020

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

13:06 4.4.2020

პირდაპირი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ბრიფინგი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG