COVID -19-ის მსუბუქი სიმპტომების პაციენტებს შინ უმკურნალებენ
კორონავირუსით COVID -19 ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმის ზედამხედველობსი ქვეშ შინ გაივლიან. ჰოსპიტალში მათ მდგომარეობის გართულების შემთხვევაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორ შეცვალა მსოფლიო შედევრები კომენდანტის საათმა?
სამსახურს ამთავრებ ამ დროს კი კომენდანტის საათია - როგორ იქცევი?
კარანტინი და კომენდანტის საათი 21:00 – 06:00 გრძელდება. ამ პერიოდში ქუჩაში მოძრაობა იკრძალება, მათ შორის ყველანაირი ტიპის ტრანსპორტით.
ბანკებისა და სასურსათო მაღაზიების ნაწილი მუშაობას საღამო 8 საათზე ასრულებს. დაწესებულებების კლიენტებისთვის დაკეტვის შემდეგ პერსონალს ობიექტის დასახურად დამატებითი დრო სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები უფრო გვიან ტოვებს შენობას. ამ დროს კი ქალაქში არ დადის არანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაჩერებულია ტაქსები, აკრძალულია კერძო მანქანებით მოძრაობა.
"ოცნების" წევრები კორონავურსის ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს გადარიცხავენ
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში მომავალი სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში კუთვნილი ხელფასის მესამედს გადარიცხავენ, - ამის თაობაზე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.