Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
22:30 1.4.2020

ვირუსი, რომელმაც სიკვდილთან მარტო დაგვტოვა

გარდა იმისა, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა და პირველი აპრილის მონაცემებით, 45 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა, მან მსოფლიოს მოსახლეობას ქცევის, ტრადიციების, ურთიერთობების ახალი წესები შესთავაზა. სოციალური დისტანცია არა მხოლოდ რიგით, ყოფით, ყოველდღიურ ქცევებზე აისახა, არამედ ისეთ ფუნდამენტურ და მნიშვნელოვან ღირებულებებზეც, როგორიც, მაგალითად, მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად, აიკრძალა სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიება. გაიცა რეკომენდაციები, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალი პანაშვიდებისგან.

წაიკითხე ვრცლად

22:33 1.4.2020

ილია II მიმართვას აქვეყნებს

„მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის მიმართვაში.

წაიკითხე მეტი

11:36 2.4.2020

დღეიდან საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ ნებადართულია

საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია.

წაიკითხე მეტი

15:08 2.4.2020

საქართველოს მესამე „არაკონტროლირებადი ტერიტორია“

“სუვერენია ის, ვინც იღებს გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ” - ასე იწყება ერთ-ერთი თავი კარლ შმიტის, გერმანელი სამართლამცოდნის, მორწმუნე კათოლიკის და პოლიტიკური მრწამსით ნაციონალ-სოციალისტის წიგნისა “პოლიტიკური თეოლოგია. ოთხი თავი სუვერენულობის შესახებ”. სამართლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან თეორეტიკოსს, რომელსაც დღემდე ეყრდნობიან მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც, დღევანდელ საქართველოში რომ ეცხოვრა, თეზისის ჩამოყალიბება ასე მოუწევდა: სუვერენია ის, ვინც საგანგებო მდგომარეობას არ ემორჩილება.

წაიკითხეთ ზაალ ანდრონიკაშვილის ბლოგი

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG