პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.
კორონავირუსი: კორეული ტესტების ცრუ მოლოდინი და დაწუნებული ჩინური ტესტები
კორონავირუსის სწრაფი ტესტების მომწოდებელ ჩინურ კომპანია Bioeasy-ს საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება მას შემდეგ გაუუქმა, რაც ამ კომპანიის ტესტები ესპანეთის ჯანდაცვის სისტემამ დაიწუნა. როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქართველოში არ ელოდებიან და არც ელოდებოდნენ სამხრეთ კორეულ ტესტებს, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა 20 მარტის ბრიფინგზე ილაპარაკა. როგორც გაირკვა, ეკატერინე ტიკარაძის მიერ გახმოვანებული გეგმა მხოლოდ Bioeasy-ს უკავშირდებოდა და ეს გეგმა ჩაიშალა.
საგუშაგო პოსტები და ტექნიკური თვალთვალი კარანტინის ზონაში
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. ქალაქებში შესასვლელები და გამოსასვლელები მკაცრად კონტროლდება. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები თითქმის ყოველდღიურად ავრცელებენ ფოტო და ვიდეომასალას საგუშაგო ბლოკ-პოსტებიდან, თუმცა არ იძლევიან პასუხს კითხვაზე, კონკრეტულად რა ადგილებშია განთავსებული საგუშაგოები. ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ მიმდინარეობს ტექნიკური თვალთვალის საშუალებით ჩაკეტილი სივრცის 24-საათიანი კონტროლი.
COVID-19 - "დარჩი სახლში"