Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
16:13 27.3.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას.

„განკარგულების“ თანახმად, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე.

ბგანბას მიერ გამოცემულ „განკარგულებას“ მხარი დაუჭირა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა. მისმა „სპიკერმა“ ვალერი ქვარჩიამ სოხუმში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოცხადდება კომენდანტის საათიც და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დღემდე აფხაზეთში COVID 19-ის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, რის საფუძველზე ამბობენ ამას, გაურკვეველია, რადგან, მათივე ცნობით, ვირუსის დასადგენად საჭირო 400 ტესტი რუსეთისგან მხოლოდ ახლახან მიიღეს.

17:18 27.3.2020

ჩაკეტილი ზონა - დღე მეხუთე

მეხუთე დღეა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინის ზონადაა გამოცხადებული. მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესვლა და გამოსვლა, დახურულია ყველა ობიექტი, გარდა საკვები პროდუქტების მაღაზიების, აფთიაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ქუჩებს უტარდებათ დეზინფექცია, ადგილობრივი აქტივისტები საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებენ და მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდებენ, არიგებენ ხელნაკეთ პირბადეებს.

წაიკითხე მეტი

23:49 27.3.2020

რას ცვლის კორონავირუსი არჩევნების კონტექსტში

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმების შემდეგ ახლა მთავარი განხილვის საგანი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებია, რომელმაც პოლიტიკური პარტიების თამაშის წესები უნდა განსაზღვროს.

წაიკითხე მეტი

23:50 27.3.2020

რას გვირჩევდა ფიროსმანი, Covid-19-ის ეპოქაში რომ ეცხოვრა?

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG