Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
11:28 25.3.2020

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთს, ორი - აშშ-ს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი ახალი პაციენტიდან ორის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ერთის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება:

„გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული 3 პაციენტიდან 2 არის ამერიკის ისტორია, ერთი საფრანგეთის ისტორია...როგორც იძახიან, ყველა იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით. მე არ ვიცი ეს როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით საავადმყოფოში განთავსებამდე ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

12:49 25.3.2020

კორონავირუსის სიმპტომებით კლინიკაში 9 დღის ბავშვი მოათავსეს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით 9 დღის ბავშვია მოთავსებული. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხს ელოდებიან:

"გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, რომელიც მოთავსებულია როგორც საეჭვო შემთხვევა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და მწვავე რესპირატორული სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევა დადასტურდა. მომეტებული საფრთხის გამო კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა ბოლნისისა და მარნეულის რაიონები.

13:19 25.3.2020

საქართველოს საპატრიარქო: ვინც ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე უარს ამბობს, უარს ამბობს მაცხოვარზე

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მორიგ განცხადებას ავრცელებს. ეკლესია მოუწოდებს მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, სრულ განკურნებამდე დარჩნენ სახლში, ხოლო დანარჩენების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ დაცული იქნება ტაძრებში ორი მეტრის, ხოლო ეზოში 1,5 მეტრის დისტანცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე.

წაიკითხე მეტი

13:23 25.3.2020

სამხედროები მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმს სპეცსაშუალებებითაც აკონტროლებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროები მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის წესების დაცვას დრონის, თერმული, ღამის ხედვისა და დღის პირობებში ოპტიკური საშუალებებითაც აკონტროლებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საშუალებებს სამხედროები იყენებენ ე.წ. მეორეხარისხოვანი გზების 24-საათიანი კონტროლისთვის.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ სპეციალურად მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინის ზონაში 6 სტაციონარული და 1 მობილური საკონტროლო პუნქტია. დღე-ღამის განმავლობაში მობილური ჯგუფი სტაციონარულ პუნქტებს შორის ავტომანქანებით პატრულირებს, სტაციონარული პუნქტიდან კი, ქვეითი პატრული შემოვლით გზებს აკონტროლებს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედროების მიერ დაუყოვნებლივ ხდება დარღვევის ფაქტის აღკვეთა.

თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ასევე, აკონტროლებენ ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში და თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე. საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ამუშავებს ტერიტორიაზე შემავალ და გამავალ ავტოტრანსპორტს. დანაყოფი აღჭურვილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG