მარინა ენდელაძე: ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა არ არის შიდა გადაცემა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა ეს არ არის შიდა გადაცემა. მისი თქმით, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები.
„ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა”, - აზუსტებს ენდელაძე. როგორც ექიმი აღნიშნავს, მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა.
„ახალი შემთხვევბის კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან, ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ - თქვა მარინა ენდელაძემ.
ჩეხეთის მთავრობამ 1 აპრილამდე გაახანგრძლივა მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ჩეხეთის მთავრობამ 1 აპრლამდე გაახანგრძლივა საკარანტინო ზომები, რომლებიც ითვალისწინებს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვას და მაღაზიების დახურვას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, იან ჰამაჩეკმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ამ ზომის ფარგლებში, ჯერჯერობით რესტორნებიც დახურული დარჩება.
კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შეზღუდვის მიზნით, მთავრობამ კომპანიებს და თვითდასაქმებულ პირებს საშემოსავლო გადასახადების გადახდაზე შეღავათებიც დაუწესა.
როგორ იმუშავებს რესტორნები და "საჭმლის გამოძახების" სერვისები საგანგებო მდგომარეობის დროს
კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 21 აპრილამდე რესტორნებისა და "საჭმლის გამოძახების" არ უქმდება, თუმცა მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება. მათი ვალდებულებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია გაწერილი.
რესტორნებს ეკრძალებათ სტუმრის ადგილზე გამასპინძლება. შესაძლებელია მხოლოდ მზა საჭმელის ადგილზე მიტანა, ან კლიენტებისთვის პროდუქტის შენობაში შეუსვლელად მიყიდვა ე.წ. დრაივი.
სურსათის მწარმოებელი დაწესებულებების ვალდებულება
- თანამშრომლებმა უნდა გამოიყენონ პირბადე, თავსაბურავი და ხელთათმანი; ხელები დაიბანონ თხევადი საპნით, გაიმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით, შემდეგ კი დაიმუშავონ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხსნარით;
- უფრო ხშირად გარეცხონ და დეზინფექცია (შესაბამისი კონცენტრაციით) გაუკეთონ იმ ზედაპირებს, რომელზეც ამზადებენ სურსათს;
- სამუშაოს დაწყებამდე უნდა შემოწმდეს პერსონალი. ყურადღება მახვილდება ხველაზე, სუნთქვის უკმარისობასა და მაღალ ტემპერატურაზე.
მიტანის სერვისის მქონე კომპანიების ვალდებულება
- სერვისის მიმწოდებელი პერსონალმა უნდა ატაროს პირბადე და ხელთათმანები, დაიცვან სოციალური დისტანცია (არანაკლებ ორი მეტრი);
- სურსათი მზადდება ერთჯერად ტარაში, მრავალჯერადი კონტეინერები ირეცხება და ყოველი გამოყენების შემდეგ უკეთდება დეზინფექცია.