საგანგებო მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ნორმა ჯერჯერობით რეკომენდაციად დარჩა
წირვა და ზიარება რუსთავის ხარების ეკლესიაში. 2020 წლის 22 მარტი
დღეს ახალი კორონავირუსის გავრცელების შეფერხების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სამართალდამცველი უწყებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების მექანიზმებზე.
მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდება.
გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა კორონავირუსისგან COVID-19 გამოჯანმრთელებულმა კიდევ ორა პაციენტმა. ამის შესახებ დღეს, 23 მარტს მედიას აცნობა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. სულ ეს კლინიკა დატოვა 5-მა განკურნებულმა პაციენტმა.