"ყოველი გადავადებული დღე არის მეტი შანსი ჩვენთვის, რომ უკეთესად მოვემზადოთ, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიებმა მოგვისწროს, ტესტებმა მოგვისწროს"
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება. ამასთან, ის ძალიან მაღალ შეფასებას აძლებს ქართველი ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუშაობას ინფიცირებულთა გამოვლენაში.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ხვალიდან საქართველოში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი ბრიფინგზე თქვა.
"დღეს, როცა ვრწმუნდებით, რომ იზრდება შიდა გადადების რისკები, იძულებულები ვართ, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები... ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელების, ბენზინგასამართი სადგურების, საფოსტო გზავნილების და საბანკო განყოფილებებისა უნდა იყოს დახურული იმისთვის, რომ ქვეყანაში მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ", - თქვა მან.
საქართველოში შეზღუდვების გამკაცრების შესახებ დღეს დილით დაანონსდა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა.
გიორგი გახარია: საგანგებო სიტუაციას გამოვაცხადებთ, როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღევანდელ უშიშროების საბჭოს სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი განიხილეს. მან აღნიშნა, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე აისახა.
ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მხოლოდ 40 შემთხვევა იყო, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1 575 ადამიანი რჩება, სტაციონარში კი 275.