კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში სხვადასხვა სამსახურები დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. თუმცა, ყველა ამას ვერ ახერხებს. ხალხი სულ უფრო იშვიათად გამოდის გარეთ. მომხმარებლის სიმცირე ბაზარსა და ბაზრობებზეც ჩანს. "დეზერტირის ბაზარში" მოვაჭრეები და ხალხი ჯერ კიდევ დადის, "დინამოს ბაზრობის" ნახევარი კი დაკეტილია. იქ დასაქმებულები ხვალინდელ დღეზე ფიქრობენ.
ფოტორეპორტაჟი ბაზრობიდან

1
"სადგურის მოედნის" მიწისქვეშა გადასასვლელთან მდებარე ბაზრობა სანახევროდ დაკეტილია.

2
თითქმის ყველა დახლი ცარიელია "დინამოს ბაზრობაზე".თუმცა 500-ლარინი გადასახადის გადახდა მოვაჭრეებს მაინც უწევთ.

3
ცარიელი დახლი "დინამოს ბაზრობაზე".

4
დალი 59 წლისაა, ის "სადგურის მოადანზე" მდებარე ბაზრობაზე მუშაობას ვერ წყვეტს. ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს - მეუღლისთვის წამალს ცალობით ყიდულობს და მისთვის ყოველდღიური შემოსავალი მნიშვნელოვანია.

5
ამ ბიჭებს სახის გამოჩენა არ სურთ. მყიდველის შემცირების გამო ხვალიდან მუშაობის შეწყვეტას აპირებენ.

6
"დინამოს ბაზრობაზე" დაკეტილი მაღაზიის წინ გარემოვაჭრეები სხედან.

7
შედარებით ხალხმრავლობაა "დეზერტირების" ბაზარში.

8
მოვაჭრეებმა ქალაქის მერის ბრიფინგს პირდაპირ ეთერში მოუსმინეს, კახა კალაძის დაპირებას, რომ იჯარის გადასახადი გაუუქმდებათ, მაინც სკეპტიკურად უყურებენ, რადგან მათი სავაჭრო დახლები კერძო კომპანიას ეკუთვნის.

9
მოვაჭრეები ხელთათმანებით და ანტისეპტიკური ხსნარით იცავენ თავს კორონავირუსის COVID-19-ისგან.

10
მოვაჭრეების თქმით, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ბაზარში სისუფთავე დაიცვან.