პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან
მზად არიან ოჯახის ექიმები, რომ კორონავირუსს ბინაზე უმკურნალონ?
შეძლებენ თუ არა ოჯახის ექიმები დაავადების დროულ იდენტიფიცირებას?
გაიარეს თუ არა მათ სათანადო გადამზადება, როგორ უნდა უმკურნალონ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ?
შეძლებენ თუ არა ისინი სიტუაციის დისტანციურ კონტროლს?
რას ჰპირდება მთავრობა და რა სჭირდება ხალხს
შედეგიანია მთავრობის მიერ სოციალური და ეკონომიკური კუთხით გადადგმული ნაბიჯები? რა იწვევს დისკუსიებსა და უკმაყოფილებას?
"მთავარია, შევანელოთ კორონავირუსის გავრცელების ტემპი"
ეს ბევრი პაციენტის სწრაფად ინფიცირება... პირიქით, დაავადების გავრცელება, შეძლებისდაგვარად, უნდა გახანგრძლივდეს, რათა საავადმყოფოებში არ მოგვიხდეს ბევრი პაციენტის ერთდროულად მკურნალობა, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პროფესორი რაინჰოლდ ლანგი, გერმანიის, ვაილჰაიმ-შონგაუს კლინიკის მთავარი ექიმი. ინტერვიუს შეთანხმების შემდეგ პროფესორი ლანგი თავად მოხვდა კარანტინში. იმისთვის, რომ კორონავირუსი სწრაფად არ გავრცელდეს, სხვა ზომებთან ერთად საჭიროა ჰიგიენის მკაცრად დაცვა, ამბობს ქართველი პროფესორი, გიორგი გრიგოლია, რომელიც ასევე გერმანიაში, ფიურსტენფელდბრუკის კლინიკის ექიმია; მედიკოსებს გერმანიაში ოქროპირ რუხაძე ესაუბრა.