Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
23:58 17.3.2020

რით შეგვიძლია ვისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად

რით შეგიძლიათ ისარგებლოთ სახლიდან გაუსვლელად? - რამდენიმე რეკომენდაცია.

წაიკითხე ვრცლად

00:02 18.3.2020

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი შესაძლოა, 3 000 ლარით დააჯარიმონ

კარანტინის წესების, მათ შორის, თვითიზოლაციის წესების დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და დამრღვევ ფიზიკურ პირს დაეკისრება ჯარიმა 3 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირებს - 15 000 ლარს.

კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან.

17 მარტის მდგომარეობით საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 71 ადამიანია გადაყვანილი.

წაიკითხე ვრცლად

10:43 18.3.2020

10:47 18.3.2020

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით დაავადების კიდევ 4 შემთხვევა

საქართველოში 38-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადებულთა რიცხვი.

კიდევ 4 პაციენტი, რომლებსაც ვირუსით ინფიცირება ლაბორატორიულად დაუდასტურდათ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG