Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
19:29 16.3.2020

საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა და კორონავირუსის (COVID – 19) სიმპტომები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოუჩინეს, ინფექციური საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 33-ს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში რჩება 637 ადამიანი, 54 კი - სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა 26 თებერვალს.

20:17 16.3.2020

20:41 16.3.2020

მესმის, ვხედავ, ვსწავლობ - ოღონდ დისტანციურად

წარმოიდგინეთ, რომ დილა იწყება გაკვეთილით, ოღონდ შინიდან გაუსვლელად. ჯდები კომპიუტერის წინ, რთავ შესაბამის საკომუნიკაციო პროგრამას, ეკრანზე კლასელებს თუ თანაკურსელებს და პედაგოგს ხედავ და გაკვეთილიც იწყება - ასე, ვირტუალურად. პასუხობ, შემდეგ დავალებას ასრულებ, მოწოდებულ ვიდეო თუ სხვაგვარ რესურსს ეცნობი და ასე ყოველდღე. ეს არის დისტანციური სწავლება, რომელზეც როგორც სწავლების ფორმაზე, საქართველოში, ცოტა ხანია, რაც აქტიურად ალაპარაკდნენ. და ეს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის (COVID 19) გავრცელებით გამოწვეულ უსაფრთხიების ზომებს მოჰყვა.

წაიკითხე მეტი

20:54 16.3.2020

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ილაპარაკა კლინიკიდან გაწერილ პაციენტზე, რომელსაც საქართველოში პირველად დაუდგინეს კორონავირუსი (COVID – 19). როგორც ცერცვაძე ამბობს, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის განსხვავებული წესი მოქმედებს.

„პირველი პაციენტი დღეს, 16 მარტს, გაეწერა, ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. ზოგ ქვეყანაში პაციენტებს, რომელიც მიიჩნევა გამოჯანმრთელებულად, წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია, თავისუფალია. საქართველოში შევიმუშავეთ წესი, რომელიც, სავარაუდოდ, უფრო სწორია: ეს პაციენტი ორი კვირის განმავლობაში იქნება ბინაში, თვითიზოლაციაში, არ შევა კონტაქტში სხვებთან. ეს მაგალითი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერნენ, რამდენიმე ხანში კვლავ აღმოაჩნდათ სიმპტომები და შეაბრუნეს უკან, კლინიკებში. ჩინეთში ჯერ არ იციან, ესენი იყვნენ არა ბოლომდე გაჯანმრთელებულები თუ ხელახლა დაინფიცირდნენ. სანამ ეს არ იციან და არ დაგვიდგენია, ვიჩენთ სიფრთხილეს“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG